საქართველოში „საკარანტინო უქმეები“ დაიწყო

საქართველოს მთავრობამ უქმეების კარანტინი მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დააწესა
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik.  საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შაბათ-კვირის დღეებში მოქმედებს რამდენიმე შეზღუდვა, რომელიც ორშაბათს იხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დიდ ქალაქში შაბათ-კვირის დღეებში:

ავტობუსები და რესტორნები: რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში
  • არ მუშაობს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გამონაკლისია სურსათის და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიები, ზოომაღაზიები და აფთიაქები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს;
  • აჭარაში დაკეტილია რესტორნები.

უქმეებზე კვლავ დარჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე აკრძალვა და პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი.

საქართველოს მთავრობამ „უქმეების კარანტინი“ მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დააწესა