ქუთაისში ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტეს - ფოტო

Sputnik

ოპოზიციის მიმდინარე აქციებში, ძირითადად, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. ხანდახან უფრო ნაკლებიც, თუმცა პროტესტი ყოველთვის ხმაურიანია. დემონსტრანტები იყენებენ მეგაფონებს, დინამიკებს, სასტვენებს. მიტინგები რეგულარულად იმართება და არა მხოლოდ თბილისში. ფოტოლენტაში იხილავთ, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ქუთაისში.

1 / 12
ოპოზიციის საპროტესტო აქციები მრავალრიცხოვანი არ არის ხოლმე
2 / 12
თუმცა მის მონაწილეებს თან აქვთ უამრავი პლაკატი
3 / 12
აქციები საკმაოდ ხმაურიანია - მომიტინგეები იყენებენ მეგაფონებსა და დინამიკებს
4 / 12
ბოლო აქცია ქუთაისში რეგიონული ადმინისტრაციის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული
5 / 12
აქციაზე გაჟღერდა სხვადასხვა მოთხოვნები, რომლებიც ეხებოდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, სოციალურ პრობლემებს და ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს
6 / 12
ხელისუფლება მართლაც რთულ სიტუაციაშია - ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა და საზოგადოების უკმაყოფილებაც იზრდება
7 / 12
შემოსავლები მცირდება, ფასები კი ყველაფერზე მატულობს
8 / 12
ასეთი აქციები პოლიციასთან დაპირისპირებითაც სრულდება, როდესაც დემონსტრანტები სამთავრობო შენობაში შეჭრას ცდილობენ
9 / 12
პოლიციის ქმედებებს საზოგადოება მკაცრად აკრიტიკის, ოპოზიციის მომხრეები კი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ
10 / 12
მიტინგებში მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები
11 / 12
მრავალრიცხოვან აქციებს ოპოზიცია ვერ მართავს, თუმცა ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები ყველა აქციას დეტალურად აშუქებენ
12 / 12
ოპოზიცია მიტინგების გაგრძელებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები. ახლო მომავალში კიდევ გაუქმდება რამდენიმე შეზღუდვა