ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: იწვის სამშენებლო მასალების მაღაზიის საწყობი

მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც სამშენებლო მასალების მაღაზიის საწყობი იწვის. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალებსა და საღებავებს უკიდია.

ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ასევე უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. სიტუაციის შეფასების შემდეგ აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე 14-მდე სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.