უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

კიდევ ერთი ხიდი მტკვარზე კომფორტულს გახდის გზას საქართველოს ერთ–ერთ უნიკალურ ძეგლთან – კლდეში ნაკვეთ უფლისციხესთან
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. უფლისციხის ისტორიულ კომპლექსთან მიმავალი გზის მეშვიდე კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე ახალი ხიდი შენდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან შენდება. მისი სიგრძე 119 მეტრი იქნება.

უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

„არსებული ხიდი დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი სრულად მოაგვარებს უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.