„ევროპული საქართველო“ ახალ ფორმატში: თავმჯდომარე და გენერალური მდივანი პარტიას ტოვებენ

უგულავასა და ბაქრაძის მოწოდებების მიუხედავად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტიის ყველა ლიდერმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ბოკერიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და მისმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაწყვიტეს, მაისში პარტიის ხელმძღვანელი პოსტები დატოვონ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა

პარტიამ, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების მიერაა დაფუძნებული, განვლილ საპარლამენტო არჩევნებში 3.79% მოიპოვა, რის შემდეგაც პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი.

„არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ ცუდი იყო. მე მიმაჩნია, რომ ეს არის თანამედროვე პოლიტიკური კულტურის საკითხი, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგებზე, ამ პასუხისმგებლობას იღებს არა იმიტომ, რომ ეს ლიდერის ბრალია, ამ პარტიაში ბევრი მხარდამჭერის ხმა იყო სწორედ იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დავით ბაქრაძეს. ამიტომ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. საუბარია პასუხისმგებლობაზე. მე, როგორც ლიდერს, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო პასუხისმგებლობის მაგალითი“, — განაცხადა დავით ბაქრაძემ პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბაქრაძემ თქვა, მაისში პარტიის ყრილობაზე ის უკვე აღარ წარადგენს საკუთარ თავს თავმჯდომარის პოსტზე.

„განახლებისა და პასუხისმგებლობის გამო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, მომავალ ყრილობაზე, რომელიც წესდებით უნდა გაიმართოს შემდეგ ორ თვეში“, — განაცხადა მან.

პარტიული გადანაწილება საქართველოში: ოპოზიცია „გადატვირთვას“ იწყებს

რაც შეეხება პარტიიდან მის წასვლას, ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ ის პარტიაში რჩება, თუმცა ყრილობის დასრულების შემდეგ იგი პოლიტიკურ პაუზას აიღებს.

პარტიაში ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის სხვა ლიდერმა, მისმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამაც  მიიღო, თუმცა, ბაქრაძისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ უკვე პრაქტიკულად ყოფილი ლიდერი აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მომდევნო ყრილობაზე მე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. ვფიქრობ, ეს ლოგიკური, სწორი და დროულია, რადგან პარტიის ლიდერები არ ინიშნებიან უპირობოდ და განუსაზღვრელი ვადით. თავის დროზე ჩვენ უარი ვთქვით ამაზე და ამ პრინციპის ერთგულები ვრჩებით“, — თქვა გიგი უგულავამ.

მასმედია: ბაქრაძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს>>

ტრიუმვირატის რღვევა

უგულავასა და ბაქრაძის მოწოდებების მიუხედავად, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარტიის ყველა ლიდერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, „ევროპული საქართველოს“ მესამე ლიდერს, გიგა ბოკერიას, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

  • „გადაწყვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებ. აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ. თანამდებობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ეს დაკავშირებული იქნება პარტიის სტრატეგიასთან, მის რეფორმასა და განახლებებთან“, — თქვა ბოკერიამ.

სანამ პარტიის ლიდერები ყრილობას ელოდებიან საკუთარი გადაწყვეტილების გასაფორმებლად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უკვე დატოვა თანამებრძოლები.