მოსაზრება: ბორელის რუსეთში ვიზიტი, როგორც დაზვერვა

თებერვალი ევროპისთვის მცხუნვარე გამოდგა. ბრიუსელს ვერადავერ გადაუწყევტია, როგორი დამოკიდებულებ უნდა ჰქონდეს რუსეთთან.
Sputnik

პაველ დანილინი

ბერლინში კი იმაზე მსჯელობენ, რა არის მათთვის უფროძვირფასი: ეროვნული აიამაყე, რუსული გაზი, ნავალნის აჩრდილი და ამერიკის პრეზიდენტის წინაშე ლამაზად გადრეკა.

ამის ფონზე, ევროპული დიპლომატიის მეთაურის, ჟოზეპ ბორელის ერთი შეხედვით რიგით ვიზიტს რუსეთში სკანდალების კასკადი მოჰყვა.

მოსაზრება: რატომ შეახსენა გერჰარდ შრედერმა გერმანელებს რუსეთთან ომები

ევროპის კავშირის უცხოეთის საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა მოსკოვიდან შინ დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო განცხადებების კორიანტელი დააყენა. მაგალითად, მან პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს დააყენებს და ამას უკვე 22 თებერვალს დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაკეთებს. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზ ესიტყვით გამოსვლისას კი ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა „მოლოდინები ვერ გაამართლა“ და „თანამედროვე დემოკრატიად ვერ იქცა“. ევროჩინოსნის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი, როგორც მისი ნაწყენი რეპლიკებიდან გახდა აშკარა, ისაა, რომ მას თაღლითობისთვის გასამართლებულ ალექსეი ნავალნისთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს, და ეს უკანასკნელი არც ციხიდან გაათავისუფლეს — როგორც ეს ბორელს სურდა.

კრემლში ამ ესკაპადებზე დაუყოვნებლივ და საკმაოდ ხისტად ირეაგირეს.

რატომ გააკეთა ბორელმა ესოდენ არამეგობრული განცხადებები, გასაგებია. მისი ვიზიტი სრული უფლებით შეიძლება შეფასდეს წარუმატებლად და ჩავარდნილადაც კი.

მოსკოვის ნერვებზე თამაშის მცდელობამ, ნავალნის სიტუაციის გამოყენებით, კრახი განიცადა. რუსეთის ხელმძღვანელობამ არ დაიწყო ევროპელ ჩინოვნიკებზე მორგება და არც ისეთი სახე მიიღო, თითქოს რუსეთსა და ევროკავშირს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველაფერი უკიდურესად ღია იყო: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირში უთხრა ევროპული დიპლომატიის წარმომადგენელს, რომ ევროკავშირი არასანდო პარტნიორია. ამის პასუხად წამოვიდა რიტუალური განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნავალნის“ და სხვა მსგავსი ფუჭი ფრაზები.

მოსაზრება: ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა, მაგრამ ეს არ ახარებს

უკან დაბრუნებულ ბორელს უკმაყოფილოდ შეხვდნენ. ერთი მხრივ უკმაყოფილოები იყვნენ რადიკალები, რომლებმაც ობსტრუქცია მოუწყვეს მას ევროპარლამენტში —  რადიკალებს მოეჩვენათ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი მოსკუვური დათვის ფეხქვეშ დასაგები ხალიჩის როლში გამოვიდა. მეორე მხრივ, ბორელით უკმაყოფილოები აღმოჩნდნენ  სერიოზული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც დაიღალნენ რუსეთთან კონფრონტაციული რიტორიკით.

პოლიტიკა, როგორც ცნობილია, ეკონომიკის გაგრძელებაა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ბორელის ვიზიტი მოსკოვში. ისევე როგორც ნავალნის საქმეც — ევროჩინოვნიკის ვიზიტის არსი „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ გარშემო  საერთაშორისო კონფლიქტის გაგრძელებაა.

პროექტისთვის ხელის შეშლას არაერთხელ შეეცადნენ, მაგრამ ახლა მან აშკარად შეაბიჯა რეალიზაციის ფინალურ ფაზაში. და ეს ძალიან არ მოეწონათ ოკეანის გაღმა. იმდენად არ მოეწონათ, რომ 2019 წლის დეკემბერში აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. და მთავარ სამიზნედ სწორედ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქცა. შეზღუდვები შეეხო იმ უცხოურ გემებსაც, რომლებიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობდნენ.

შეერთებული შტატების პოზიციამ ევროპაში ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. განსაკუთრებით რუსული გაზით მთავარი დაინტერესებულის, გერმანიის მხრიდან. გასული წლის 11 იანვარს, უშუალოდ ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზეანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ბერლინი უარყოფს „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და პროექტს კომერციულად მიიჩნევს, რომ მისი დასრულება აუცილებელია.

ზახაროვა: ევროკავშირმა რუსეთის „საჯარო გამათრახება“ ვერ მოახერხა

გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ამერიკელების წნეხი და მათი მოთხოვნა, შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებ გაზსადენის წინააღმდეგ, კონკურენტული ბრძოლის მხოლოდ ნაწილია, რომელიც არაეკონომიკური საშუალებებით იმართება. აშშ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ რუსულ გაზს ევროპის ბაზრიდან გააძევებდა და იქ თავის გათხევადებულ გაზს შეიტანდა. არავინ მალავს, რომ ის უფრო ძვირი იქნება, სამაგიეროდ, ამ წამოწყების იდეოლოგების აზრით, ევროპა თავს დააღწევს კრემლის მხრიდან „გაზის შანტაჟს“. ამასთან ერთად ამერიკელები თავად რუსეთში დემოკრატიული ფასეულობების დამცველების რანგში გამოვლენ. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შანტაჟზე ლაპარაკობს აშშ, ვინაიდან „გაზპრომს“ თავისი ვალდებულებები აქვს დასავლელი პარტნიორების წინაშე და ასრულებს კიდეც მათ: დროულად, საბაზრო ეკონომიკის კანონების და წესების დაცვით.

გასული წლის განმავლობაში გერმანული მხარის პოზიცია განსაკუთრებულად არ შეცვლილა, მიუხედავად ოკეანისგაღმელი პარტნიორების მხრიდან არაერთი ძალისხმევისა, ზეწოლა მოეხდინა ბერლინზე. არაერთი უმაღლესი გერმანელი ჩინოვნიკი უსვამდა ხაზს, რომ გაზის ეს ერთობლივი პროექტი ეკონომიკურია და მის პოლიტიკაში გარევას ევროპა არ აპირებდა. მაგრამ შემოდგომიდან რუსეთზე შეტევები უფრო მძვინვარე გახდა. საქმეში, გარდა სანქციებით მუქარისა, ასევე ჩაერთო მძიმე არტილერია და ამ გამოუცხადებელი ომის ერთ–ერთი ჭურვი ნავალნის საქმე იყო. მომდევნო ჭურვი კი ბორელის მოსკოვში ვიზიტი გახლდათ.

ჟოზეპ ბორელის ვიზიტი მოსკოვში აუცილებლად უნდა განვიხილოთ აშშ–ის ძალისხმევების კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ. ევროპაში საკმაოდ მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკული ინტერესების ლობისტებად გვევლინებიან. მათ შორის არიან ისეტებიც, რომლებიც მზად არიან, წელში გატეხონ რუსეთი და აიძულონ ის, დათმობებზე წავიდეს. ალექსეი ნავალნის ისტორია ამ ფრთას მოსახერხებელ საბაბად მიაჩნია ზეწოლისა და ვაჭრობისთვის.

მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

და მაინც, ბორელის  ვიზიტმა დაადასტურა ანდაზის მართებულობა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ამ დღეებში გაზსადენის დანიის მონაკვეთის დასრულების თარიღი გახდა ცნობილი. შესაბამისი ინფორმაცია დანიის საზღვაო სამმართველოს საიტზე გამოქვეყნდა: „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ დანიის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც იანვარში დაიწყო, აპრილში უნდა დასრულდეს.

ასე რომ, ბორელის ვიზიტი ვერ იქცა რუსოფობიის ახალი ტალღის გამშვებ მექანიზმად. თუმცა მოდუნება მაინც არ ღირს — ეს მხოლოდ დაზვერვა იყო. მოსკოვის ყველანაირ ცოდვაში დადანაშაულებას 22 თებერვალს შეეცდებიან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, შემდეგ კი მიღწეულ შეთანხმებებს მარტში განამტკიცებენ სამიტზე. და მხოლოდ კემლის თანმიმდევრული ხისტი პოზიცია მისცემს საშუალებას დასავლელ პარტნიორებს, მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ სრულიად რეალურ საფრთხეს, რის თაობაზეც მათ არაერთი გერმანელი პოლიტიკოსი აფრთხილებს: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას შეუძლია გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალოს და ევროპას ავნოს.

შინაარსობრივად პრობლემა ისაა, რომ გეოგრაფიასა და ეკონომიკას ვერავინგააუქმებს, ბრიუსელელი ჩინოვნიკებიც კი. რუსეთი და ევროპა ყოველთვის მე ზობლები იქნებიან და ამიტომ ეკონომიკური კონტაქტების ხელის ერთი მოსმით გაწყვეტა მეზობლებს შორის ცივი ომის პერიოდშიც კი არ მომხდარა. პოლიტიკა გავლენას ახდენს ეკონომიკურ კავშირებზე, მაგრამ ინფანტიკური პოლიტიკა პრინციპით „ბებიის ჯიბრზე ყურებს მოვიყინავ“, სერიოზული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება რუსეთის წელში გადრეკას ნავალნის იდუმალი ისტორიის გამო, რუსეთის ესოდენ იაფად ყიდვა არ გამოვა. რაც წარმოაჩინა კიდეც მოსკოვმა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!