როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 14 თებერვალს

სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას დედაქალაქში წინა დღეებთან შედარებით აგრილდება – ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თბილისში კვირას, 14 თებერვალს ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

ღამით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 13 გრადუსამდე დათბება.

მზე 07:58 საათზე ამოვა და 18:32 საათზე ჩავა.