სისხლიანი დაპირისპირება შემოსავლების სამსახურთან: უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ინციდენტის დროს დაზარალებული  შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელიც მას თავს დაესხა - უწყების ყოფილი თანამშრომელი
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც უწყების თანამშრომელი დაშავდა, ნათქვამია  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელ ირაკლი ხურციძეს თავს მისი ყოფილი თანამშრომელი დაესხა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ჩხუბის ამსახველი ფოტო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში მომხდარეზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.