ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გუშინ ღამიდან ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა >>

აკრძალვები გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაწესდა.