კალაძე: „დედაენის“ და „9 მარტის“ ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

დედაქალაქში უნდა გაჩნდეს ახალი რეკრეაციული ზონები, ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
Sputnik

 

კალაძე: „დედაენის“ და „9 მარტის“ ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
„უნდა მოვუაროთ არსებულ პარკებს, სკვერებს და შევქმნათ ახალი. გუშინ დავათვალიერეთ „დედაენის“ და „9 მარტის“ ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, არაჩვეულებრივი სივრცეები შეიქმნა. დაირგო ხე-მცენარეები, ბავშვებისთვის განთავსდა ატრაქციონები, ასევე, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, ძალიან დიდი სკეიტ პარკი, თავისი ღამის განათებებით, შეიქმნა საპიკნიკე სივრცეები“, - ამბობს კალაძე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია აქტიურად განაგრძობს დედაქალაქში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.