ყვითელი ამბები

„უკვე სამნი...“ - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე შვილს ელოდებიან - ფოტო

ცნობილი მომღერალი ანდრია გველესიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ის და მისი მეუღლე მაიკო ვაწაძე პირველ შვილს ელოდებიან
Sputnik

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მოიაზრებიან. ისინი დაახლოებით ოთხი წელია, რაც ერთად არიან და სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებენ რომანტიკულ ფოტოებს. საზოგადოებაც ყოველთვის ელის მათ ახალ-ახალ სურათებს და თბილ სიტყვებსაც არ იშურებს ხოლმე.

ცოტა ხნის წინ წყვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ფოტოები გააზიარა, სადაც მაიკოს წამოზრდილი მუცელი ეტყობა. ანდრია წერს: „თებერვლის 3, ქორწინებიდან 3 წელი და უკვე 3-ნი“.

წყვილი ბედნიერებას ასხივებს და ფოტოების კომენტარებში ბევრი მილოცვაც მიიღეს. „სასწაული წყვილი ხართ“, „იხარეთ და იმრავლეთ“, „გილოცავთ“, - წერენ აღფრთოვანებული გამომწერები.

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად ესპანეთში ისვენებს. წყვილმა Instagram-ზე რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.