ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 13 თებერვალს

თებერვალი კვლავ გვანებივრებს ზამთრისთვის უჩვეულო თბილი დღეებით – შაბათს დედაქალაქში 12 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 13 თებერვალს ნაწილობრივ მოღრუბლულ, მაგრამ უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:59 საათზე ამოვა და 18:31 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 8 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 16 გრადუსია მოსალოდნელი.