ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ავარიის გამო გზის აღნიშნული მონაკვეთი დროებით გადაიკეტა. მძღოლებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძით.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის  თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე  მონაკვეთზე, (ქუთაისის შემოვლითი გზა) მოძრაობა დროებით შეზღუდულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავარიის შედეგად სატვირთო მანქანას გაუჩნდა ხანძარი, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. შეზღუდვის ამ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.