ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ „სთორებს“, „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ქეთის რჩეული წარსულში მორაგბე და ახლა უკვე დეპუტატი დავით კაჭარავაა.
წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. ისინი ერთხელ დაშორდნენ კიდეც, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. როცა დავით კაჭარავა „ქართული ოცნების” სიაში მოხვდა, ქეთიმ მის გადაწყვეტილებაზე საუბარი ჟურნალისტებთან არ ისურვა, თუმცა ახლა დუმილი დაარღვია და ამაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
ქეთი ამბობს, რომ რა ხდება მათ ურთიერთობაში, ამას საიდუმლოდ დატოვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კარგად გრძნობენ თავს. რაც შეეხება დავით კაჭარავას პოლიტიკაში წასვლას, ყოფილი ტანმოვარჯიშე ამბობს, რომ დავითს ძალიან შესტკივა გული საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. „ვინ რას წერს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი არჩევანი აქვს“, – ამბობს ქეთი ხატიაშვილი.
ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით კაჭარავა ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა, წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა.
წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი და გოგონა ჰყავთ. ქეთის და დავითს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ისინი სამოგზაუროდ იაპონიაში იმყოფებოდნენ და სწორედ მაშინ, როცა ყველა ელოდებოდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ, ქეთიმ „ინსტაგრამიდან“ კაჭარავასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა, პრესა კი მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა.