საქართველო პრემია „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ მოხვდა

„უცხოური მხატვრული ფილმის“ კატეგორიაში მონაწილეობაზე განაცხადი 93-მა ქვეყანამ შეიტანა. აქედან შორტ-ლისტში 15 მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ცნობილი გახდა ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ პრეტენდენტთა მოკლე სია, თუმცა საქართველო ნომინაციაში წარდგენილი არ არის.

სალომე ჯაშის ფილმს ბერლინალეზე უჩვენებენ

საქართველოდან პრემიის მოსაპოვებლად ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი“ წარდგენილი იყო დეა კულუმბეგაშვილის დრამა „დასაწყისი“.

განაცხადი „უცხოური მხატვრული ფილმის“ კატეგორიაში მონაწილეობაზე 93-მა ქვეყანამ შეიტანა. აქედან შორტ-ლისტში მოხვდა 15, მათ შორის რუსი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის „ძვირფასო მეგობრებო!“, დანიური ფილმი „კიდევ ერთი“, ფრანგული „შენ და მე“ და სხვ.

წელს „ოსკარის“ გადაცემის 93-ე ცერემონია გაიმართება. ღონისძიება 28 თებერვალს იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო 25 აპრილს გადაიტანეს. ნომინანტებს 15 მარტს გამოაცხადებენ.