ყვითელი ამბები

გია სურამელაშვილი დაქორწინდა – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.
Sputnik

მომღერალმა გია სურამელაშვილმა აღიარა, რომ დაქორწინებულია. როგორც მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ განაცხადა, საყვარელ ადამიანთან დაშორებული იყო და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, მიზეზი კი ალკოჰოლისადმი მისი მიდრეკილება გახდა. თუმცა გარკვეული პერიოდის წინ მეუღლეს შეურიგდა.

„რაღაც პერიოდი ჩვენ პრობლემა გვქონდა… დიდ განცდებში ვიყავი და დეპრესიული პერიოდი მქონდა. ასეთი დიდი სიყვარული არასდროს მთავრდება, ოჯახში ყოველთვის ხდება პატარა განხეთქილებები, მაგრამ ჩვენ ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე“, – განაცხადა გია სურამელაშვილმა.

მომღერალი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ისრაელში ძალიან კარგი სამსახური ელოდება და ცოტა ხნის წინ იქ გამგზავრებაზეც კი ფიქრობდა. გია სურამელაშვილმა ახლახან იუბილე აღნიშნა. მან ბევრი ყვავილი და ბრილიანტის სამკაული, ასევე დიდი სიყვარული და სითბო მიიღო ახლობელი ადამიანებისგან.

გია სურამელაშვილი საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისმა პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.