გარდაიცვალა თამაზ გამყრელიძე

ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

თამაზ გამყრელიძე გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი, 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000) იყო.

1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.