მოსაზრება: ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა, მაგრამ ეს არ ახარებს

გუშინ ევროპარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა დაიწყო. სანქციებს ევროკავშირის საბჭოს 22 თებერვლის სხდომაზეც განიხილავენ.
Sputnik

ირინა ალქსნისი

როგორც მოსალოდნელია, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში რესტრიქციები უფრო ფართო და მკაცრი იქნება, ვიდრე წარსულში დაწესებული და უკვე ჩვეულებრივად ქცეული სანქციებია, რომლებმაც მეტად დაბალი ეფექტურობა გამოავლინა.

მოსაზრება: რატომ აუმხედრდა ევროპა რუსულ მედიასაშუალებებს?

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში ახლა ისტორიაში ყველაზე მწვავე კრიზისია. ვითარება, ექსპერტების შეფასებით, იმაზე სამწუხაროა, ვიდრე 2010-იანების შუა წლებში იყო, როცა ისე ჩანდა, რომ უარესი ვეღარ მოხდებოდა.

ევროდიპლომატიის მეთაურის ჟოზეპ ბორელის მოსკოვში ვიზიტი გასული კვირის ბოლოს დასავლეთში გამაყრუებელ ჩავარდნად აღიარეს. ევროპული მედიასაშუალებები კვლავაც წუხან იმაზე, თუ რაოდენ სუსტად გამოიყურებოდა ბორელი სერგეი ლავროვის გვერდით, და როგორ გააკეთა ყველაფერი რუსეთის ხელმძღვანელობამ საიმისოდ, რომ ევროპისა და მისი წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

ევროპელების კომენტარებში ასახულ დაბნეულობას საფუძველი აქვს. მოსკოვმა მართლაც უარი თქვა მისთვის ჩვეულ ქცევაზე და მანამდე დასავლელი პარტნიორებისთვის მიკუთვნებული როლი მიიტაცა. 2014 წლიდან მხარეებს შორის კონფრონტაცია ერთი და იმავე სქემით იგებოდა: დასავლეთი რუსეთს საშინელ ცოდვებში სდებდა ბრალს, ის კი თავშეკავებას იჩენდა და თავდასხმებს ირიდებდა. ამის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სასჯელის სახით მორიგი სანქციები წესდებოდა, რასაც სიმეტრიული თუ ასიმეტრიული პასუხები მოსდევდა. ამგვარად აშშ და ევროკავშირი აკონტროლებდნენ კონფრონტაციის ბერკეტს, იყენებდნენ რა მას მათთვის სასურველ მომენტში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ კონსტრუქციაში უბრალოდ პასუხობდა გამოწვევებს.

მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

რა თქმა უნდა, საკმარისად არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას მოსკოვის სისუსტედ აღიქვამდნენ და მიაჩნდათ, რომ რუსეთი ძალიან იყო დამოკიდებული დასავლეთთან თანამშრომლობაზე და ამის გამო იძულებული იყო, ხისტი პასუხის მიცემის ნაცვლად შეურაცხყოფა ეყლაპა.

ამჯერადაც ყველაფერი ჩვეული სცენარით დაიწყო — როდესაც ევროპამ ალექსეი ნავალნის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საოცარი ისტორია აამუშავა. მაშინვე გასაგები გახდა, რომ „კრემლის მანამდელმა დანაშაულებმა“ პოტენციალი ამოწურა და წინ კონფრონტაციის ახალი ციკლი იყო.

თუმცა იმავდროულად გაჩნდა მინიშნებებიც, რომ ამჯერად მოვლენები ახალი სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო, ვინაიდან რუსეთმა მომხდარზე უჩვეულოდ ხისტი რეაქცია გამოავლინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადამოწმებული ფორმულირებები მთელი გასული თვეების განმავლობაში არაორაზროვნად მიანიშნებდა იმაზე, რომ მოსკოვი განრიხებული იყო ევროპული პროვოკაციებით. მაგრამ საზღვრის მეორე მხარეს ან დაავიწყდათ დიპლომატიური ენის დახვეწილობა, ან მიიჩნიეს, რომ ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო. მათთვის დიდ  სიურპრიზად იქცა რუსული მხარის მიერ ინიციატივის მიტაცება და მზადყოფნა იმისთვის, რომ თავად წასულიყო გამწვავებაზე.

მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობების ბედს გადაწყვეტს

ბორელის ფიასკო მოსკოვში, რომელმაც, გარდა მასპინძლების უკიდურესად მკვეთრი რიტორიკისა, შინ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების შესახებ ინფორმაციაც გაიყოლა, ამ კუთხით მოწმენდილ ცაზე მეხად იქცა. შედეგად – ევროპა იძულებულია გზადაგზა შეცვალოს თავისი მოქმედებების სტრატეგია. მაგრამ ჯერ არც ისე კარგად გამოსდის. რუსი დიპლომატების გამოძევება ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან სხვის ინიციატივაზე საპასუხო რეაქციას წარმოადგენს.

დასავლეთის მიერ „არასწორი რეჟიმების“ სანქციების გზით „აღზრდის“ მთელი თემა, გაუთავებელი ნოტაციების კითხვა და სხვა მეთოდები, ჰუმანიტარული ბომბარდირების ჩათვლით, მარტივ პოსტულატს ემყარება: ჩვენ გვაქვს უფლება ვასწავლოთ სხვებს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო განვითარებულები, მდიდრები და წარმატებულები ვართ; ასეთები კი იმის გამო ვართ, რომ გვაქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება.

ამ მტკიცებულების მეორე ნაწილი აშკარა სიცრუეა, თუმცა პირველზე კამათი მართლაც ძნელია. ეს კი, რაღა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საერთაშორისო თანამშრომლობის თავისებურებებზე, სადაც ევროპა და აშშ თითქმის ყოველთვის უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ ზეწოლა კონტრაგენტებზე.

მაგრამ პირდაპირ ახლა ევროპა მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ანტირუსული კამპანიის ახალი ეტაპი მოულოდნელად მისთვის არახელსაყრელად შეტრიალდა.

მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

ახლა მთელი მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ რუსეთიდან ევროკავშირს უკიდურესად ესაჭიროება ორი რამ: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „სპუტნიკ V“. გაირკვა, რომ არადემოკრატიული რეჟიმი მეცნიერულად და ტექნოლოგიურად ბევრად წინ აღმოჩნდა, ვიდრე დემოკრატიის შუქურები.

გაირკვა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ ევროპა მოსკოვზეა დამოკიდებული. რუსეთისთვის კი — მიუხედავად ევროკავშირთან ურთიერთქმედების მნიშვნელობისა ორივე პროექტზე — ეს თანამშრომლობა არ ატარებს ესოდენ სასიცოცხლოდ აუცილებელ ხასიათს: გაზის გადამისამართების გზაც მოიძებნება და „სპუტნიკ V“-საც არ აკლია მსურველები.

შედეგად, ბრიუსელი და სხვა დასავლეთევროპული დედაქალაქები (ძირითადად, ბერლინი) იძულებული გახდებიან, ძალიან რთული თავსატეხის გადაჭრაზე იმუშაონ.

მათთვის, ერთი მხრივ, აუცილებელია რუსეთში შიდა მდგომარეობის დესტაბილიზაცის კამპანია გაგრძელდეს ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციის გამოყენებით; მეორე მხრივ, საჭიროა, რომ სახე შეინარჩუნონ, რომელიც შესამჩნევად დაზარალდა მოსკოვის ამჟამინდელი დემარშის შედეგად. მესამე მხრივ კი, ზედმეტიც არ უნდა მოუვიდეთ, რომ გაზსადენის მშენებლობა და ვაქცინასთან დაკავშირებული თანამშრომლობა არ ჩაიშალოს. აქ კი ვაშინგტონს თავისი ძალიან სერიოზული ინტერესი აქვს, მოსკოვის მოთმინება კი აშკარად იწურება.

მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის ჩრდილქვეშ და მის დაქვემდებარებაში მყოფი ევროპის სურვილის გაგება, რომელსაც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშის წარმოება სურს, შესაძლებელია, მაგრამ ესაა, რომ ის აშკარად არ არის მზად თანაბარი თამაშისა და ფსონების მკვეთრი აწევისთვის, და ახლა ფსონზე მათი საკუთარი მომავალი დევს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს