აჭარაში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, გამოიწვია თუ არა გოგონას გარდაცვალება ძალადობამ - დანიშნულია ექსპერტიზა
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. 14 წლის გოგონა ნახეს გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, იუწყება ტელეარხი Formula TV.

მოზარდის ცხედარი მისმა თანასოფლელებმა აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია, მას ექსპერტიზა დაადგენს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. სისხლის სამართლის პრაქტიკაში ამ მუხლით საქმე აღიძრება ცხედრის აღმოჩენისთანავე, თუ არ არსებობს ძალადობის აშკარა კვალი. მოგვიანებით ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.