ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში, „ქართული ოცნების" ოფისთან, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულ ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება 2020 წლის 28 ნოემბრიდან აკრძალულია. ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმაა განსაზღვრული. განმეორების შემთვევაში კი სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული.

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი არალეგიტიმურია.

მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს ხელში უჭირავთ პლაკატი, წარწერით „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" და საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი ბადრი ესებუას ფოტოები.

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მძევლების სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, მისი ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ესებუა მეოთხე თვეა მიმალვაშია.

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად აქციის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და შემდგომ „ქართული ოცნების“ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კომენდანტის საათის მოქმედების დროს საპროტესტო მსვლელობები თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა.