მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრები მხოლოდ პირბადით დაიშვებიან. უსაფრთხოების დაცვას მერიისა და პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
ამავდროულად თბილისში ძალაში რჩება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების აკრძალვა. ქუჩის რესტორნებისა და კაფეების მუშაობა, ასევე სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან აღდგება.