ტერიტორია, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ამჟამად ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და ცენტრალური კრიმინალური პოლიცია.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკები, ჩხრეკა გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ერთი ადამიანი. პოლიციამ ასევე დააკავა ეჭვმიტანილის და – დაუმორჩილებლობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.