ყვითელი ამბები

„უკვე ლაპარაკობს“ – ნინო ნადირაძე შვილიშვილთან ერთად ერთობა – ვიდეო

ცნობილი კარდიოლოგი პირველ შვილიშვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს. ბებია შვილიშვილს პირველი ბგერების გამოთქმას ასწავლის. უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.
Sputnik

ექიმისა და ტელეწამყვანის ქალიშვილი ბაია კუზანოვა 1 აგვისტოს დედა გახდა. ახალგამომცხვარმა ბებიამ მშობიარობის შემდეგ ბაიას პირველი ფოტო „ინსტაგრამ სთორიზეც“ ატვირთა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და ბიჭი გააჩინა. ოჯახის წევრები ბიჭუნას სახეს საგულდაგულოდ მალავდნენ სანამ არ წამოიზარდა.

ბაია კუზანოვის ორსულობის შესახებ ცნობილი ნინო ნადირაძის სოციალური ქსელიდან გახდა. გუგა და ნინო კუზანოვებმა ბაია ერთი წლის წინ დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. თუმცა, ბაია კუზანოვა მშობლების ოჯახს მალევე დაუბრუნდა. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაია ახალგაზრდა მეუღლეს დაშორდა და კუზანოვებს დაუბრუნდა, თუმცა ამას ნადირაძე-კუზანოვების ოჯახი არ ადასტურებს.

ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. ბაიამ პირველი შვილი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მამაკაცისგან - გიორგი ბეჟაშვილისგან გააჩინა.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 28 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.