ყვითელი ამბები

„მე ვარ ხანდახან თხა“ – ნინი ბადურაშვილის ქალიშვილმა საშინაო დავალება სახალისოდ შეასრულა

პატარა ელენემ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება დამოუკიდებლად შეასრულა და სახალისო წერილი გამოუვიდა. ნახეთ რას წერს მომღერლის ქალიშვილი თემაზე „მე ვარ ადამიანი“.
Sputnik

იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმშია, ხოლო მომღერალი დედა ძალიან დაკავებული, ელენემ საშინაო დავალება დამოუკიდებლად შეასრულა. გოგონა მთელი ძალისხმევით შეეცადა საკუთარი გრძნობები და შეხედულება გადმოეცა თემაზე „მე ვარ ადამიანი“. ნინი ბადურაშვილმა ელენეს მიერ შესრულებული დავალება Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები გაამხიარულა.

„მე ვარ ხანდახან ბრაზიანი, კიდე კეთილი და მშვიდი, ასევე თხა. ვარ მოწესრიგებული და „სამაკატკაზე“ სწრაფი“, – დაწერა პატარა ელენემ. უცნობია რამდენი ქულა მიიღო არტისტის ქალიშვილმა ამ დავალების შესრულებაში, მაგრამ ფაქტია – ნინის და მის ოჯახის წევრებს პოზიტიური განწყობა ნამდვილად შეუქმნა.

გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.