ამავე დიაპაზონზე მუშაობს ნატოს სამხედრო საავიაციო სისტემები, რომლის წევრებიც არიან ესტონეთი და ლატვია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსულ 5G ანძებს შეუძლიათ სერიოზული შეფერხებები შეუქმნან ალიანსის ავიაციას. რუსეთის მიმართ პრეტენზიებს მხარი დაუჭირა ფინეთმა, ქვეყანამ, რომელიც არ შედის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ რომლის სამხედრო სისტემებიც უნიფიცირებულია ნატოს სტანდარტებთან. ახლა რუსეთისგან ამ სიხშირეების გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვენ.