ყვითელი ამბები

„ან მე, ან ძაღლი!“ – ოთარ ტატიშვილი შვილმა უცნაურ სიტუაციაში გადაიღო – სახალისო ვიდეო

ოთარ ტატიშვილის ულამაზესმა გოგონამ მამის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ რა მდგომარეობაში დააფიქსირა ნანიმ ცნობილი მამა.
Sputnik

ოთარ ტატიშვილს, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიძესთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს. ნანიმ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ანუ მშობლების გზას ადგას. პარალელურად ხანდახან სპეკტაკლებშიც თამაშობს. გოგონა არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით ვიმსჯელებთ, მისი გული თავისუფალია და ის სასურველი სარძლოების რიცხვშია.

ნანიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. „მამაჩემი: ან მე, ან ძაღლი!“ – ასე დაასათაურა ცნობილი ტელეწამყვანის შვილმა ვიდეო, სადაც ოთარი იატაკზე წევს და ისე ეფერება უსაყვარლეს ცუგას. როგორც ჩანს, გოგონას მამა ძაღლის სახლში მოყვანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ოთარ ტატიშვილი რამდენიმე წელია ეკრანებზე გამოჩნდა ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლში და საზოგადოების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. სერიალის „შუა ქალაქში“ შემდეგ „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა.

ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ზუკა და შოთი. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ჰყავს ოთარს ნანი ტატიშვილი. რამდენიმე თვის წინ ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.