ყვითელი ამბები

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილმა სილამაზით დედა დაჩრდილა – ფოტოები

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ულამაზესი ქალიშვილი დევა მოდის ინდუსტრიაში ახალ მწვერვალებს იპყრობს.
Sputnik

16 წლის თინეიჯერი ფრანგული Elle-ის გარეკანზე უკვე მეორედ მოხვდა. ამის შესახებ მონიკამ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოთი ამცნო საზოგადოებას.

მონიკას ხელმომწერები წერენ, რომ დევა ძალიან ჰგავს დედას, თუმცა მამის შარმიც ეტყობა. ცნობილია, რომ ფოტოზე დევას Prada-ს შავი სამოსი აცვია და ახალგაზრდა თაობის მოდაში შეჭრის საუცხოო მაგალითს წარმოადგენს.

გამოცემა Elle დევას აფასებს „ინდივიდუალურ, ჩარჩოებში ნაკლებად მოქცეულ და უნიკალური სექსუალურობის მქონე მოდელად“.

იტალიაში დევა ყველაზე ლამაზ და წარმატებულ თინეიჯერად მიიჩნევა და მოდის კრიტიკოსები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

როგორც აღმოჩნდა, გოგონასთვის სულაც არ არის რთული, ვარსკვლავ მშობლებთან შედარებას თავი დააღწიოს, რადგან მას 16 წლის ასაკში უკვე საკუთარი ნიშა აქვს.

როგორც ცნობილია, დევა DOLCE & GABBANA-ს სუნამოს სარეკლამო სახე და მუზაა. მისი პირველი წარმატებაც სწორედ DOLCE & GABBANA-სთანაა დაკავშირებული.