კოვიდ–სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 829 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 314 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 150, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, აჭარა – 37, ქვემო ქართლი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254.916-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.306-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.809 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.149 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 996, აჭარაში – 172, იმერეთში – 464.

480 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 127 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 6, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის 162 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2.359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, ხოლო აჭარაში – 119. თვითიზოლაციაში იმყოფება 12.970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.685 პირი, აჭარაში – 723, იმერეთში – 1.389.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.