როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 11 თებერვალს

დედაქალაქში ხუთშაბათს ნამდვილი საგაზაფხულო ამინდი იქნება – დღისით ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 11 თებერვალს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ტემპერატურა ღამით +6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

მზე ადგილობრივი დროით 08:02 საათზე ამოვა და 18:28 საათზე ჩავა.