თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 95 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 177 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ-პაციენტი გადის – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 33 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ექვსი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 15 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 31 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია