რამდენიმე აკორდით გადმოცემული ერის ხასიათი

ვიდეო, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ახალი არ არის. ის რამდენიმე წლის წინ აიტვირთა „იუთუბზე“ და ბევრი მოწონებაც დაიმსახურა
Sputnik

ჩვენი აზრით ვიდეო განსაკუთრებით უნდა მოსწონებოდათ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მომხმარებლებს, ვინაიდან ეს ჭარმაგი მამაკაცი ორიოდე წამში და სულ რამდენიმე აკორდით ახერხებს ამ ერების წარმომადგენლების ხასიათის გადმოცემას.

საინტერესოა ისიც, რომ ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მნახველში ორასამდე დამწუნებლებიც გამოსჩენია, ოღონდ კომენტარი არ დაუტოვებიათ. როგორც ჩანს, იმ ხალხის მხრიდან „შეტევას“ მოერიდნენ, რომლებმაც ძალიან თბილი სიტყვები დაწერეს ვიდეოს ქვეშ. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, ვინმე Magic7  წერს:

„მოგესალმებით საქართველოდან. მე ქართველი სომეხი ვარ. ყველას მშვიდობასა და კარგ ცხოვრებას გისურვებთ. გემუდარებით, ნუ იჩხუბებთ, დაივიწყეთ ყველა წყენა. ის, ვინც ერებს შორის ომი გააღვივა, ხვალაც შეეცდება, რომ ყველაფერი ასე დარჩეს. უფრო მეტიც, ძალიან ბევრს უნდა, რომ კავკასიელებმა ერთმანეთი დაჭამონ. იცხოვრეთ მშვიდად, იმეგობრეთ, გიყვარდეთ, დაეხმარეთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს გააკეთებს ცხოვრებაში და ვერც ვერაფერს დატოვებთ თქვენს შემდეგ. პატივს ვცემ ყველა გამგებ და წესიერ ადამიანს, მიუხედავად კანის ფერისა და ეროვნებისა. კარგი ვიდეოა, მომეწონა. თბილისში ყველა კარგად ვართ ერთმანეთთან. შეეცადეთ, რომ თბილისს მიღმაც კარგი ურთიერთობები გქონდეთ“.