კოვიდ-პროტესტები: საქართველოში შეზღუდვების გაპროტესტება გრძელდება

Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან ბევრი მკაცრი შეზღუდვა გაუქმდა, მოქმედი შეზღუდვები კი მსუბუქდება, საპროტესტო აქციები ქვეყანაში მაინც იმართება. დემონსტრაციებში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან.

1 / 12
აქციებს მშვიდობიანი სახე აქვს
2 / 12
ახლა მომიტინგეები საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვენ
3 / 12
აქციის მონაწილეები სპეციალურად შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან კომენდანტის საათის დროს
4 / 12
აქციის ზოგ მონაწილეს ნიღაბი ეკეთა
5 / 12
შემდეგ მათ მსვლელობა გამართეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში
6 / 12
მიუხედავად კომენდანტის საათის დარღვევისა, მეპროტესტეების დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
7 / 12
ვინც არ ემორჩილება საკომენდანტო საათს, ჯარიმდება. შსს-სთან ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმართება
8 / 12
მომიტინგეების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან
9 / 12
შაბათს პარლამენტთან ორი აქცია გაიმართა. დღისით ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა, ზამთრის კურორტების მოყვარულებმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა და ანიმატორებმა გამოთქვეს პროტესტი
10 / 12
ზოგიერთი მათგანი სუპერგმირის კოსტიუმს ატარებდა
11 / 12
აქცია-პერფორმანსმა ჩაიარა სიმღერისა და ცეკვის ფონზე, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ გასართობი ინდუსტრიის, სამთო კურორტების, სპორტული კლუბების და დარბაზების გახსნას
12 / 12
საპროტესტო აქციები იმართება ქუთაისშიც. იქ ასევე მოითხოვენ არსებული შეზღუდვების გაუქმებას