200-ზე მეტი ბრიტანელი მეცნიერი ჩინეთისთვის მოწინავე ტექნოლოგიების გადაცემაშია ეჭვმიტანილი

200-ზე მეტ ბრიტანელ მეცნიერს, რომელთა მიმართაც უკვე დაწყებულია გამოძიება, უწყებები უახლოეს დღეებში დაეგზავნება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბრიტანეთის უშიშროების სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ ადგილობრივი მეცნიერების მიმართ, რომლებიც ჩინეთისთვის უახლესი შეიარაღების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება გაზეთი The Times ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მათხოვრობა დროებით დაშვებულია: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანონი შეაჩერა

გამოცემის ცნობით, მეცნიერებს მტრული სახელმწიფოებისთვის იმ ინტელექტუალური საკუთრების გადაცემაში ედებათ ბრალი, რომლებიც თვითმფრინავების, რაკეტებისა და კიბერიარაღის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს ეხება.

წყაროს ცნობით, ბრიტანეთის მთავრობას ეჭვი ქვეყნის ათობით უნივერსიტეტში დასაქმებულ 200-ზე მეტ სწავლულზე აქვს, რომლებსაც ოფიციალური უწყებები უახლოეს დღეებში დაეგზავნებათ.

გამოცემა აზუსტებს, რომ საუბარია „მკაცრი საექსპორტო შეზღუდვების შესახებ“ ბრძანებულების დარღვევაზე, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში და რომელიც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.