„ბოცვრებზე ცდები ნაკლებად ტარდება“ – ზახაროვა რუსულ ვაქცინაზე ზელენსკის უარის შესახებ

ამას წინათ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკრაინელები ბოცვრები არ არიან“ და მათზე ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უარის შესახებ – გამოიყენოს რუსული წარმოების კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ V“, იუწყება РИА Новости.

Die Welt: ვაქცინა „სპუტნიკ V“-მ დასავლეთი გააკვირვა >>

ამას წინათ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინელები ბოცვრები არ არიან“ და მათზე ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება. მან აღნიშნა ასევე, რომ კიევი ამ თვეში კომპანიებისგან AstraZeneca და Novavax 12 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

„ბოცვრებზე ექსპერიმენტებს ნაკლებად ატარებენ“, – დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის Facebook-გვერდზე.

გასულ კვირაში ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგები, რომლებიც მის მაღალეფექტურობასა და უსაფრთხოებას ადასტურებენ: ვაქცინა სრულად იცავს COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისგან.

Bloomberg-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამეცნიერო გარღვევა უწოდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დახმარებით.  პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსების კარგად შესწავლილ პლატფორმაზეა შექმნილი და ის მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის წინააღმდეგ.

რუსეთში დეკემბრიდან მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყო.

რუსეთის გარდა, „სპუტნიკ V“-ს გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბეთის რესპუბლიკაში (ბოსნია და ჰერცოგოვინას ენტიტეტი), ლიბანსა და მიანმარში.