ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 თებერვალს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს თბილი ამინდი ელოდებათ – ჰაერი პლუს 16 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 10 თებერვალს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:03 საათზე ამოვა და 18:27 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 4 გრადუსი, დღისით კი პლუს 16 გრადუსამდეა ნავარაუდევი.