საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა - ვიდეო

მცირე პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი. გუშინ სუპერლიგის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა
Sputnik

ბათუმში ადგილობრივმა გუნდმა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ უმასპინძლა და 90-76 დაამარცხა.

გია კაზანჯიანის გუნდმა გადამწყვეტ უპირატესობას მე-2 მეოთხედში მიაღწია და 31-19 მოიგო.

გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა 28 ქულა მოუტანა და 13 ბურთი მოხსნა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ საუკეთესო ბრენდან სლაი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა მოიპოვა და 8 ბურთი მოხსნა.