საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა

თებერვლის პირველი რიცხვებიდან საქართველომ ეტაპობრივად დაიწყო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა. ვინ მოფრინავს ახლა საქარტველოში, ნახეთ Sputnik საქართველოს ვიდეოში
Sputnik

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 თებერვლიდან რეგულარული ავიაფრენების ყველა მიმართულებით აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. არაერთია ავიაკომპანია უკვე მზადაა ფრენების განსაახლებლად.

კორონავირუსული პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან ჩაკეტა საზღვრები — ზოგი გამონაკლისით. კერძოდ, ქვეყნის საზღვრების გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ტვირთების ტრანზიტული გადამზიდველებითვის.

ასევე გაუქმებული იყო რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. ხორციელდებოდა მხოლოდ სპეცრეისები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებოდნენ შინ, ან უცხოელები მიფრინავდნენ საკუთარ ქვეყნებში.

გასული წლის ზაფხულის შუა პერიოდიდან რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. პირველ რიგში ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით. ნოემბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატა ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და დოჰა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, ავიამიმოსვლის აკრძალვა 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.