საქართველოს რაიონები უსაფრთხოების პასპორტებს მიიღებენ

პასპორტში შეტანილი იქნება ისეთი მონაცემები, როგორიცაა საცხოვრებელი ფონდის ცვეთის ხარისხი, სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების რიცხვი, მედპერსონალის რაოდენობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რიცხვი.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თითოეულ რაიონს საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასებისთვის, 2022 წლის 1 იანვრიდან საკუთარი უსაფრთხოების პასპორტი ექნება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნული პასპორტების მიზანი საგანგებო სიტუაციების რისკებისა და მისი შედეგების განსაზღვრაა, რომლის დახმარებითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეძლებს სტიქიის სალიკვიდაციო ოპტიმალური ღონისძიებების შემუშავებას. 

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

თითოეულ პასპორტში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით შეავსებს, იქნება რაიონის რუკა მოსახლეობის რაოდენობისა და ფართობის ზუსტი მითითებით. ასევე გადაითვლება დასახლებული პუნქტები, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებია განთავსებული.

გარდა ამისა, პასპორტში შეტანილი იქნება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი ფონდის ცვეთის ხარისხი, სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების რიცხვი, მედპერსონალის რაოდენობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რიცხვი.

პასპორში შევა ისეთი მონაცემები, როგორიცაა წლის განმავლობაში  ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების რაოდენობა, ზარალი, ასევე საფრთხის შემცველი ობიექტების რაოდენობა და წლის განმავლობაში მომხდარი ავტოავარიების რიცხვი.

გარდა ამისა, პასპორტში მითითებული იქნება მონაცემები მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის,  მოსახლეობის მუნებრივი მატების, წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ – მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევების, საწარმოო ავარიების, ხანძრებისა და ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგად.

უსაფრთხოების პასპორტში ასევე მითითებული იქნება დასაქმებული და ქმედუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა.

პასპორტში მითითებული იქნება ქარის საშუალო სიჩქარე, ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექის რაოდენობა და ყველაზე საფრთხის შემცველი რაიონები.