„როსგვარდიის“ საიტს ჰაკერებმა ერთდროულად 16 ქვეყნიდან შეუტიეს

რუსეთის ფედერალურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს უცხოეთის ქვეყნებიდან „როსგვარდიაზე“ კიბერშეტევის პირველი მცდელობა არ არის.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ჰაკერებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის („როსგვარდია“) ფედერალური სამსახურის საიტს შეუტიეს, იუწყება РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მასირებული DDoS-შეტევა უცხოეთიდან განხორციელდა და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებზე: აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა

აღინიშნება, რომ ეს „კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის უწყების საიტზე“, მანამდე DDoS-შეტევა 23 და 31 იანვარს აღკვეთეს „როსგვარდიის“ სპეციალისტებმა.

უწყებაში განმარტეს, რომ ახალი შეტევა ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ყველა მცდელობის განეიტრალება მოხერხდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 იანვარს ჰაკერებმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის საიტს შეუტიეს — ასევე ერთბაშად რამდენიმე ქვეყნიდან. არსებული ცნობით, აგრესიის წყაროები მაშინ მდებარეობდა: ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ინდონეზიაში, ვიეტნამში, პაკისტანში, ტაილანდში, გერმანიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, კანადასა და ინდოეთში.