ნათია თურნავა: რესტორნებს, რომლებსაც ღია სივრცე არ გააჩნიათ, დაეთმობა ტროტუარები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასა და ღია ტიპის რესტორნების გახსნის საკითხზე საუბრობს.
Sputnik
ნათია თურნავა: რესტორნებს, რომლებსაც ღია სივრცე არ გააჩნიათ, დაეთმობა ტროტუარები
„მესმის, რომ ღია ტიპის სივრცეები – ეს არ არის რესტორნების სრულყოფილი ამოქმედება, მაგრამ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. სანამ არ დავრწმუნდით, რომ ეპიდვითარება ნორმალიზდება, ჩვენ ამის უფლებაც კი ვერ მივეცით საკუთარ თავს. რესტორნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ვერანდა, ეზო ან ღია სივრცე, დათმობილი იქნება ტროტუარები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ დაიწყონ ოპერირება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ – მხოლოდ ღია სივრცეებში.