მოსაზრება: რატომ აუმხედრდა ევროპა რუსულ მედიასაშუალებებს?

ბოლო დროს მედიაფრონტებზე რამდენიმე მოვლენა მოხდა: ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლაცია შეწყდა, უკრაინაში კი სამი ოპოზიციური (ანუ „პრორუსული“) ტელეარხი დაიხურა.
Sputnik

ირინა ალქსნისი

ამასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი მახსენდება, რომელიც 2010-იან წლებში იყო პოპულარული: ორი რუსი ტანკისტი ელისეს მინდვრებზე კაფეში ზის, ყავას წრუპავს და ნაღვლიანად ამბობს, რომ რუსეთმა საინფორმაციო ომი მაინც წააგო.

მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

ნებისმიერი კარგი ხუმრობა ძალიან ზუსტად ასახავს რეალობას. ასეა ციტირებული ანეკდოტის შემთხვევაშიც, ვინაიდან საინფორმაციო სივრცეში მუშაობა, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, ტრადიციულად არასდროს ყოფილა რუსეთის ძლიერი მხარე. სსრკ-ის გამანადგურებელი მარცხი ცივ ომში მაქსიმალურად ნათლად წარმოაჩენს ამას.

ამიტომაც იყო, რომ დასავლეთის მიერ რამდენიმე წლის წინ გააქტიურებულ ბრძოლას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ რუსეთში რაღაც გაუგებარ დასავლურ შიდაპოლიტიკურ თამაშად აღიქვამდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მიუხედავად Sputnik-ისა და RT-ს ღრმა პატივისცემისა, აშკარა იყო, რომ რუსული რესურსები, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებდნენ გლობალური მედია-მეინსტრიმის გავლენებთან შეჯიბრებას. საფიქრებელი იყო, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ამას კარგად აცნობიერებდნენ. შესაბამისად, მათი ისტერიკები „კრემლის მედიასაცეცების“ შესახებ რაღაც თამაშად ჩანდა, რომლის მიზანიც რაღაც სხვა დღის წესრიგის დამალვა იყო.

რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ეს ისტერიკები დიდწილად გულწრფელი იყო. უბრალოდ, ევროპული და ამერიკული ისტებლიშმენტი თავისთვის საფრთხის ხარისხს აფასებდა და აფასებს არა რუსული მასმედიის ძალის მიხედვით, არამედ საკუთარი ძალის მზარდი დასუსტების მიხედვით. დასავლური მასმედიის პრობლემებმა კი ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

დასავლეთი მომწიფდა: COVID-19 ჰიტლერია, ანუ დადგა რუსეთთან კავშირის დრო

პლანეტა მონუსხული შეჰყურებს, როგორ დაემსგავსა აშშ-ისა და ევროპის ყველაზე გავლენიანი და რესპექტაბელური გამოცემები 1982 წლის გაზეთ „პრავდის“ გაუარესებულ ვერსიას, სადაც „ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლებიდან“ გადახვევაზე მინიშნებაც კი იკრძალება. ეს რომ მხოლოდ რუსეთს, ჩინეთს ან დასავლეთის სხვა გეოპოლიტიკურ ოპონენტებს ეხებოდეს, კიდევ არა უშავს. მაგრამ მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა პირველ რიგში საშინაო თემებისკენ და შიდა აუდიტორიის იდეოლოგიური „გამორეცხვისკენაა“ მიმართული.

მაგრამ ყველაფერი უფრო უარესად გამოდის. სოციოლოგები განგაშს ტეხენ, აფიქსირებენ რა თავიანთი მედიასაშუალებების მიმართ დასავლური აუდიტორიის რეკორდულად დაბალ ნდობას. თავად გამოცემებიც უჩივიან ხელმომწერების, მკითხველებისა და მაყურებლების რაოდენობის ვარდნას.

და თითქოს ეს არ კმაროდა, ინტერნეტში აგორდა უხერხული შეხედულებების მქონეთა (ტრამპისტების, კონსერვატორებისა და სხვა „განდგომილების“) წმენდის ტალღა. ისღა გვრჩება, მხოლოდ გავოცდეთ, რას უკეთებს საკუთარ თავს ცივილიზაცია, რომელმაც მსოფლიოს — ყოველგვარი გადაჭარბებისა და ირონიის გარეშე — სიტყვის თავისუფლების უდიდესი ფენომენი აჩუქა.

მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

ამ ფონზე დასავლეთს შეუძლია, რამდენიც სურს, იმდენი ილაპარაკოს „კრემლის პროპაგანდასა“ და „დაუნდობელ რუსულ ცენზურაზე“, მაგრამ ეს სასურველ ეფექტს მაინც ვერ მოახდენს. ეს განსაკუთრებით ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში თავად უყურებენ და კითხულობენ რუსულ მედიასაშუალებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შეხედულებები არანაირად არ შეიძლება შეფასდეს პრორუსულად. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რომ რუსეთში წარმატებით განაგრძობს არსებობას რადიკალურად ოპოზიციური გამოცემები, ხოლო სახელმწიფო არხები მშვიდად აშუქებენ ნებისმიერ თემას, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებისთვის „დაუშვებელ“ და „უხერხულ“ თემებად მიიჩნევა.

კრიტიკოსები სახელმწიფო მასმედიას გამძვინვარებით ადანაშაულებენ ცენზურაში, თუმცა სინამდვილეში საუბარია ბანალურ სარედაქციო პოლიტიკაზე, რომელიც ნებისმიერ გამოცემას აქვს. რასაც რუსულ მასმედიას ვერ ვუსაყვედურებთ, ისაა, რომ New York Times-ის, Washington Post-ის, CNN-ის, BBC-ს, Guardian-ისა და თავისუფალი სამყაროს სხვა მედია–გურუებისგან განსხვავებით, რომლებიც ბოლო დროს გამაოგნებელ სიბრმავესა და შერჩევითობას იჩენენ გასაშუქებელი თემების არჩევისას, გვერდს არ უვლის რაღაც საკითხებსა და პრობლემებს. ამის უკიდურესად ნათელი მაგალითია ჰანტერ ბაიდენთან, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სკანდალის ხაზგასმული იგნორირება.

მოსაზრება: დასავლეთი მზადაა, იომოს ვაქცინისთვის

საკუთარი მედიასაშუალებების ეფექტურობის სწრაფი დაღმავლობის ფონზე დასავლეთისთვის რუსული მასმედია არა ილუზორულ და გამოგონილ, არამედ რეალურ საფრთხედ იქცა. რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული რისკის ზონაში დასავლეთისთვის ის ტერიტორიები აღმოჩნდა, რომლებიც თითქოს მისი გავლენის ზონაში არიან, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ენას ფლობს.

ასე რომ, არ აქვს რა შესაძლებლობა, პატიოსნად გაიმარჯვოს ორი საინფორმაციო ნაკადის შეჯიბრებაში, დასავლეთი ახლა ხელს უწყობს კონკურენტის უბრალოდ გათიშვას. ლატვიაში ეს ბიზნეს–გადაწყვეტილებად გაფორმდა, ხოლო უკრაინაში სულაც სამართლებრივი ნონსენსი მოხდა საკუთარი მოქალაქისთვის სანქციების დაწესების სახით.

ლოგიკა გასაგებია: არ არის კონკურენტი — არ არის პრობლემა.

ეგაა მხოლოდ, რამდენიმე ათწლეულის წინ სწორედ ასეთი მიდგომებით ხელმძღვანელობდა საბჭოთა ხელისუფლება, ახშობდნენ რა დასავლურ „ხმებს“. რაც სახასიათოა, სსრკ-ს ეს კი ვერ დაეხმარა, პირიქით, თავისი წვლილი შეიტანა მისთვის მოსალოდნელ კატასტროფაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს