ჯაფარიძე: იმდენ რამეს დავარღვევ, თვითონ მომიხსნიან მანდატს
© Sputnik
„ცალსახად დარღვეულია კონსტიტუცია. კონსტიტუციის ასე წაკითხვა, მგონია, რომ არის მინიმუმ უტვინობა. შეუძლებელია, რომ ადამიანს დაავალო, გინდა თუ არა აქ იმუშავეო. იმდენ რამეს დავარღვევ, რომ თვითონ დააყენებენ მაგ საკითხს – მომიხსნან ეგ მანდატი“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება. დეპუტატებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით დეკემბერში მიმართეს.