რომელ სერიოზულ დაავადებებზე მიუთითებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნი: ექიმის განმარტება

ირკვევა, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი 90 პროცენტში სტომატოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პირის ღრუდან ცუდი სუნი — ჰალიტოზი შეიძლება მრავალი დაავადების სიგნალი იყოს, აცხადებს თერაპევტი არინა ჟეგალინა.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან: პრობლემა, რომელიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული

მისი თქმით, ჰალიტოზს ადამიანთა დაახლოებით 70 პროცენტი აწყდება.

„შემთხვევათა 90 პროცენტში ეს ხდება სტომატოლოგიური და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც პირის ღრუს მიკროფლორის შესაცვლელად გარკვეული პირობები იქმნება. ეს არის კარიესი, ეს არის გამოხატული პაროდონტოზი, ღრძილებიდან სისხლდენა“, — აღნიშნავს ექიმი.

გარდა ამისა, პირის ღრუში უასიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორებიცაა ნუშურა ჯირკვლების ანთება და სინუსიტი.

ჰალიტოზის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ასევე არის ნაწლავური ტრაქტის დაავადებები — თანაც ძალიან ფართო სპექტრი: კუჭის, ნაწლავებისა თუ ღვიძლის პრობლემები.

თერაპევტი გვირჩევს, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის შემთხვევაში პირველ რიგში სტომატოლოგს მივმართოთ. ხოლო თუ პრობლემა სტომატოლოგიური არ აღმოჩნდება, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, თერაპევტთან ან გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.