თემურ წიკლაური: მე მოხუცი არ ვარ და არც წლებს ვითვლი

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს.
Sputnik
თემურ წიკლაური: მე მოხუცი არ ვარ და არც წლებს ვითვლი
„თავდადებული ვარ, თუ საქმეში ჩავები და რაიმეს ვაკეთებთ, ჩემი ღალატი ჯერ არავის ახსოვს. სულ ვეძებ სიმღერებს, ალბათ ისინი უფრო იტყვიან ჩემზე, ვიდრე მე რომ ვილაპარაკო. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, არაფერს ვთამაშობ. ნათქვამია, „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“. მე როგორც ვმოქმედებ, ჩემი სიმღერებით და იმ როლებით, რაც შემისრულებია, ხალხშიც ისეთი სახელი მაქვს“, – ამბობს თავის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში თემურ წიკლაური.

მომღერალი თემურ წიკლაური: „იმ ოთხი სპექტაკლის დროს, რაც „ივერიამ“ გააკეთა და დაახლოებით 25 საკონცერტო პროგრამით დამარცხება არასოდეს გვიგემია. თუ ასაკი დამეტყობოდა და დავჩაჩანაკდებოდი, ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი. ასაკი ჩვენივე მოგონილი გონის პროდუქტია. ნუ იფიქრებთ, რომ წლების გამო რაიმეს ვერ შეძლებთ“.