„რომ გათხოვდები, მზითევში მოგყვები...“ – შუშანა ბებოს ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს

არც ისე დიდი ხანია სოციალურ ქსელში შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებული შუშანა ბებოს ვიდეოები გამოჩნდა და ძალიან ბევრი ადამიანის სითბო და სიყვარული დაიმსახურა.
Sputnik

ქალი 84 წლისაა, განსაკუთრებით უყვარს წითელი ტუჩსაცხი, ფრჩხილის ლაქი და თავის მოვლა. მოყოლილი ისტორიები კი ერთნაირად თბილია ყველა ადამიანისთვის. ზოგს საკუთარი ბებო ახსენდება, ზოგიც გაოცებას ვერ მალავს, რომ ამ ასაკში თავს უვლის, მაკიაჟზე ზრუნავს და იმავეს სთხოვს შვილიშვილს - მარის.

ემოციებით სავსე ვიდეოებს ბევრი ადამიანი იწონებს და ყოველდღე ელიან მის გამოჩენას. ერთ-ერთ ვიდეოში ბებო მარის მეგობართან არ უშვებს და ეუბნება, რომ როცა შვილიშვილი გათხოვდება, თან უნდა გაჰყვეს მზითევში.

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალიან გაამხიარულა.