ღამით ჭამა არ გაგასუქებთ, თუ ერთ მარტივ წესს დაიცავთ: ექიმის რჩევა

დიეტოლოგი გასწავლით, რა წესი უნდა დაიცვათ იმისთვის, რომ ღამით ჭამამ ზიანი არ მოგაყენოთ და წონაში არ მოიმატოთ.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ძილის წინ ჭამა ისე, რომ წონაში არ მოიმატოთ, შესაძლებელია, თუ ერთ მარტივ წესს დაიცავთ, განაცხადა რადიო Sputnik-ის ეთერში ექიმმა–თერაპევტმა, დიეტოლოგმა ფილიპ კუზმენკომ.

ძილის წინ ჭამა მავნებელი არ არის - იაპონელ მედიკოსთა დასკვნა

ექიმის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ საკვებს, თუ თქვენთვის საჭირო კალორიების ნორმას არ გადააჭარბებთ. ამ ნორმის დადგენაც სპეციალისტთან კონსულტაციით შეგიძლიათ.

„შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში არ ჭამოთ და ღამით მიიღოთ მთელი ორი ათასი კალორია. თუ ამის შემდეგ თავს კარგად გრძნობთ, მშვიდად და ღრმად გძინავთ და დილით ენერგიულად იღვიძებთ, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. ხოლო თუ თავს უფრო კომფორტულად მაშინ გრძნობთ, როცა დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ კალორაჟი თანაბრად გადაანაწილოთ მთელ დღეზე“, — ამბობს კუზმენკო.

დიეტოლოგი განმარტავს, რომ კვების რეჟიმის არჩევა ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ამიტომ თითოეულმა ის რეჟიმი უნდა აირჩიოს, რომელიც კონკრეტულად მას შეეფერება.

  • „თუ სავსე კუჭით ცუდად გძინავთ, უმჯობესია მშიერმა დაიძინოთ. ხოლო თუ პირიქით, მშიერს გძინავთ ცუდად, დალიეთ იოგურტი, მიირთვით ხაჭო ან რამე მსუბუქი საკვები. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ“, — გირჩევთ სპეციალისტი.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, ამ საკითხში ზუსტი რიცხვების დასახელება არ შეიძლება, კონკრეტული მაჩვენებლები ადამიანს მხოლოდ დააბნევს. თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს კვების რეჟიმი, რომლის დროსაც ის თავს კომფორტულად იგრძნობს.