რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები ერთმანეთს თებერვალში შეხვდებიან

ექსპერტთა ქვეჯგუფების შემადგენლობაში იქნებიან სომხეთის სხვადასხვა სამინისტროს, ნაციონალური უსაფრთხოებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სომხეთის, რუსეთსა და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერების - მგერ გრიგორიანის, ალექსეი ოვერჩუკისა და შაჰინ მუსტაფაევის მეორე შეხვედრა თებერვალში გაიმართება. იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის ვიცეპრემიერის ოფისზე დაყრდნობით.

გრიგორიანის ოფისში ასევე აღნიშნეს, რომ პირველ ქვეჯგუფში იქნებიან ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. მეორე ქვეჯგუფში კი - სახელმწიფო შემოსავლების, ეკონომიკის სამინისტროს, კვების პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების ორგანოს, უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეიერთებს თუ არა რუსეთი ყარაბაღს: ლავროვი კომენტარს აკეთებს

იანვრის ბოლოს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა გამართეს პირველი შეხვედრა და შეთანხმდნენ ექსპერტთა ქვეჯგუფების შექმნაზე: სარკინიგზო, საავტომობილო და კომბინირებულ გადაზიდვებთან დაკავშირებით; გადაზიდვების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სხვა სახის კონტროლი.

11 იანვარს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების - ნიკოლ ფაშინიანის, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის - შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ სამმხრივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ყარაბაღის საკითხს განიხილავს, სომხეთის მხრიდან უხელმძღვანელებს ვიცეპრემიერი მგერ გრიგორიანი. მოლაპარაკებების მხარეთა ძირითადი ამოცანაა იმის გარკვევა, რა უნდა აშენდეს ან აღდგეს რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის სრულად გასახსნელად.