ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ მეტოქესთან შეხვედრა ორ სეტში დათმო. მელბურნში მარცხის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკილოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 39-ე ნომერი) ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ Great Ocean Road-ის ღია ტურნირში პირველივე შეხვედრა დათმო და ასპარეზობა დაასრულა.

მეორე წრეში მეხუთე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ესპანელ მარიო ვილელასთან ორ პარტიაში – 5:7, 3:6 დამარცხდა. მატჩი თითქმის 1,5 საათი მიმდინარეობდა.

Great Ocean Road Open – ბასილაშვილისთვის Australian Open-ის წინ, რომელიც სტარტს 8 თებერვალს აიღებს, ბოლო მოსამზადებელი ტურნირი გახდა. თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე კორტებზე, ჯერჯერობით უცნობია.

Australian Open-ის საპრიზო ფონდი 33 მლნ დოლარია, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კი ნოვაკ ჯოკოვიჩია.