არსებობს სამოსი, რომელიც კიბოს რისკს ზრდის: ონკოლოგი განმარტავს

ქიმიოთერაპევტი ასახელებს ქსოვილს, რომლისგან დამზადებული სამოსის დიდხანს ტარება შეიძლება ონკოლოგიური დაავადების განვითარების მიზეზი გახდეს.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სინთეტიკური ტანსაცმელი შეიცავს მრავალ ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის, აცხადებს ქიმიოთერაპევტი ანდრეი ბაზილევი.

მიაქციეთ ყურადღება! აუხსნელი მიზეზით ხმის ჩახლეჩვა შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს

მისი თქმით, ხელოვნური ქსოვილის დასამზადებლად გამოიყენება პოლიესთერი, რომელიც პლასტმასის სახეობას წარმოადგენს.

„ამ ქსოვილის დასამზადებლად ერთმანეთს ემატება სხვადასხვა ნივთიერება: ფორმალდეჰიდი, ამიაკი, ტეფლონი, ფტალატები. ყველა ამ ნივთიერებამ შეიძლება რესპირატორული დაავადებები გამოიწვიოს და, ამასთან, საკმაოდ სერიოზულ კანცეროგენებს წარმოადგენს“, — განმარტავს ბაზილევი.

როგორც ონკოლოგმა აღნიშნა, სამეცნიერო საზოგადოებაში არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სინთეტიკური ტანსაცმლის ტარება ნამდვილად იწვევს კიბოს პროვოცირებას.

თუმცა, მიუხედვად ამისა, ბაზილევი გვირჩევს, მოვერიდოთ სინთეტიკური სამოსის დიდხანს ტარებას და ასევე უარი ვთქვთ არაბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ საწოლის თეთრეულზეც.