კატა პატრონთან ერთად სანადიროდ მიდის – ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა

ცხოველები ხშირად არიან სოციალურ ქსელებში პოპულარული ვიდეოების, თუ ფოტოების გმირები. ნახეთ რატომ გახდა ეს ფისო სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარული.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ ფისო პატრონს სანადიროდ მიჰყვება, რაც მის მეგობრებს მეტად მხიარულ გუნებაზე აყენებს. როგორც წესი, სანადიროდ მონადირეს ძაღლები დაჰყავს ხოლმე, აი, კატის წაყვანა კი ერთგვარი ნონსენსია. მაგრამ პატარა ფისო სულაც არ ფიქრობს ასე და დანებებას არ აპირებს.